თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს გამოფენა მიუძღვნეს.
სკოლაში მოსწავლეების 9 აპრილის თემაშე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები