ბორბალოს საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო
16-04-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბორბალოს საჯარო სკოლაში  დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 14 აპრილის მნიშვნელობაზე, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გამოფინეს ნამუშევრები.

ღონისძიების ორგანიზატორები: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო დალაქიშვილი, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ეკა ვარამაშვილი და მანანა ასლანიშვილი, მუსიკის მასწავლებელი მაია დალაქიშვილი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მარეხი ჯანგებაშვილი.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203