სვენეთის საჯარო სკოლამ რაიონულ კონკურსში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა
16-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ხელნაწერი წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ბროშურის კონკურსში მონაწილეობისათვის სვენეთის საჯარო სკოლამ დაიკავა გუნდური მესამე ადგილი შემდეგ ნომინაციებში:


წარმოდგენილი ნამუშევრის საუკეთესო შემდგენელი; 

საუკეთესო იდეის ავტორი; 

საუკეთესო საკუთარი შემოქმედება;

საუკეთესო გაფორმება-დიზაინი.


სკოლას მადლობის ფურცელი და 25 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, მონაწილე მოსწავლეებს კი მადლობის ფურცელი გადაეცათ. 


პირველი კლასის მოსწავლე ნატალი ხაბელაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი ნომინაციაში - ყველაზე პატარა ასაკის შემსრულებელი.


„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა ხელოვნებს სწავლასა და მომავალ საქმიანობაში“- აღნიშნეს სკოლაში. 


მოსწავლეებს პედაგოგები ნაზო საათაშვილი, ლია ბუზიაშვილი და დარეჯან ბეჟანიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 


იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203