გომის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული ჩატარდა
16-04-2019

„ენა ქართველი ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება უნდა“ - ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის კვირეული ჩაატარა, სადაც მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა. ჩატარდა კალიგრაფიის, სწრაფი კითხვის და მხატვრული კითხვის კონკურსები.

კვირეულის ბოლოს, გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, წარმოთქვეს დედა ენაზე სიტყვები და  ლექსები. ასევე შეასრულეს სიმღერები.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203