ზანავის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სისხლით დამძიმებული თავისუფლება“ გაიმართა
16-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, ზანავის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი  ღონისძიება - „სისხლით დამძიმებული თავისუფლება“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ  გმირებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.


1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203