ლეღვას N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო - „სისხლით დაწერილი ისტორია“ გაიმართა
16-04-2019

ქობულეთის ლეღვას N1 საჯარო სკოლაში  9 აპრილისადმი მიძღვნილი საღამო  - „სისხლით დაწერილი ისტორია“ გაიმართა.

ღონისძიება ლიტერატურულ კლუბ „საფიხვნოსა“ და სკოლის ბიბლიოთეკის მიერ ერთობლივად ჩატარდა. ხელმძღვანელები: მ.ჯინჭარაძე, ი.ბაჟუნაიშვილი გახლდათ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203