ხონის N2 საჯარო სკოლაში ჭადრაკში სასკოლო ფესტივალი ჩატარდა.
პირველ ასაკობრივ ჯგუფში ნინი მაღლაკელიძემ, მეორე ასაკობრივ ჯგუფში ალექსი დავითულიანმა, მესამე ასაკობრივ ჯგუფში კი საბა ფირცხალავამ ერთდროული სეანსი ჩაატარეს.
შეჯიბრში მონაწილეობდა 19 მოსწავლე. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნინი მაღლაკელიძე, ალექსი დავითულიანი, ლუკა დავითულიანი, ვლადიმერ ჯიშკარიანი, საბა ფუტკარაძე, მათე კოპალიანი, ჯაბა გოდერიძე, გიორგი ფარცხალაძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ფესტივალს ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი ანზორ მამარდაშვილი.
იხილეთ ფოტოები