ახალციხის N5 საჯარო სკოლაში I-IV კლასებში პირველი აპრილიდან ხუთი აპრილის ჩათვლით ჩატარდა კვირეული თემაზე: „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ნახატების კონკურსი „ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირი“. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 136 -მა პირველკლასელმა, მათ ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს თავიანთი საყვარელი ზღაპრის გმირი.
კონკურსში გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული ნახატის ავტორი: თეკლა ივანიძე (Iა კლასი), ბარბარე მელიქიძე (Iბ კლასი), რეზიკო თეთვაძე (Iგ კლასი), თეკლა პეტაშვილი (Iდ კლასი) და მარიამ სუდაძე (Iე კლასი).
გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები