საჩხერის მუნიციპალიტეტის სავანის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ერთმანეთს კითხვაში შეეჯიბრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორები რუსუდან ნადირაძე და ნატო ჭიღლაძე გახლდათ.
„სკოლის სააქტო დარბაზში დიდხანს ისმოდა დედა ენის სადიდებელი ჰიმნი. პოეტური სიტყვები მზიანობდა ყველგან. 14 აპრილს - ქართული ენის დღეს მიეძღვნა კიდევ ერთი ლამაზი საღამო. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მხატვრულ კითხვაში. აქვე თავიანთი მოკრძალებული სტრიქონები შემოგვთავაზეს ნორჩმა პოეტებმა. ჰანგებად იღვრებოდა ტკბილი ქართული სიტყვები“, - ნათქვამია სავანის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები