ადიგენის მუნიციპალიტეტის ზანავის საჯარო სკოლაში დასუფთავების დღე გაიმართა.
ზანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ზრუნავენ გარემოს დაცვაზე. ამ მიზნით კი ხშირად ასუფთავებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღეს 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მოახლოებასთან ერთად კი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და მოხალისეები საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებს ასუფთავებდნენ.
იხილეთ ფოტოები