ჭალის თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩვენ და ევროპა, ჩვენ და ნატო“ განხორციელდა
17-04-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჭალის თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტის ფარგლებში სასწავლო პროექტი -  „ჩვენ და ევროპა, ჩვენ და ნატო“ განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი დაგეგმა სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა -  ელისო აკობიამ იმისთვის,  რომ ამაღლდეს მომავალ თაობაში, ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების მიმართ ინტერესი და ცნობადობა.

თემის უკეთ გაგების, გააზრებისა და მიწოდების მიზნით მოსწავლეებს ზემოაღნიშნულ თემაზე მინი - ლექცია ჩაუტარდათ.

გამართეს დებატები -  ევროპული განვითარების პრიორიტეტებზე, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაზე, თუ რატომ არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარებისა და წარმატებისთვის ერთადერთი და უალტერნატივო გზა ევროკავშირში ღირსეული ადგილის პოვნა, რა არის ნატო, რა არის მაპი, ნატოს ისტორია.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები თემის გარშემო მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დაამზადეს პლაკატი სახელწოდებით - „ჩვენ და ევროპა", „ჩვენ და ნატო". პლაკატი დერეფანში, თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.

პროექტისთვის მზადება მიმდინარეობდა რამდენიმე დღე - 25 მარტიდან-11 აპრილამდე.

პროექტის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებაში აქტუალურად ქცეული თემების, როგორიცაა - ევროინტეგრაცია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროპული განვითარების პრიორიტეტები, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია- გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება და ინფორმაციული მუშაობის ფართოდ გაშლა; თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის ნატოში ინტეგრაციას; ნატო 70 წლისაა - ნატოს ისტორია.

რესურსად გამოიყენეს: 

სემინარზე: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გადმოცემული საინტერესო სახელმძღვანელოები და ბუკლეტები; ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი, ქსეროქსი, დიდი ფორმატის ქაღალდი, მარკერები, თაბახის ფურცლები, ფოტოკამერა და ინტერნეტიდან მოძიებული ფოტომასალა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203