ჯვარის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები დემოკრატიის საფუძვლებს ეუფლებიან.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სწავლების დროს კლასში განხორციელებული სასწავლო მოდელები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მოსწავლეთა აქტივობისთვის, სთავაზობს მათ მაგალითებს და გზას უკვალავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებთა ძირითადი პრინციპების აღქმისაკენ, ინდუქციური მეთოდითა და პრაქტიკული სწავლებით.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ერთვებიან და დავალებებს ხალისით ასრულებენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო