გორის მუნიციპალიტეტის, ქვახვრელის საჯარო სკოლის მეექვსე კლასში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სახალისო აქტივობა - „აღმოაჩინე ბარბარიზმები“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს უნდა მოეძებნათ საკლასო ოთახებში დამალული ბარბარიზები და ნასესხები სიტყვები.
„მოსწავლეებმა იპოვეს და დაალაგეს ისინი კატეგორიების მიხედვით. ასევე, თითოეულ ბარბარიზმს მოუძენეს ქართული შესატყვისები. აქტივობა იყო სახალისო და საინტერესო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მოწვეული მასწავლებლებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები