დმანისის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
17-04-2019

დმანისის N2 საჯარო სკოლაში 14 აპრილი, დედა ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და მოსწავლეები მთელ საქართველოს ულოცავენ ამ დღეს. 

„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ (ვილჰელმ ჰუმბოლდტი), დედა ენა პიროვნების სახეა, ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს, სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“ - აღნიშნავენ სკოლაში.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203