სავანეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს გამოფენა „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ მიეძღვნა
17-04-2019

9 აპრილის თემას მიეძღვნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ფოიეში IX-X კლასის მოსწავლეთა მიერ გამოფენილი ნამუშევრები თემაზე „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. 

გამოფენის ორგანიზატორი სახვითი ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხეტიანი იყო. 

„მოსწავლეებმა გაიგეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობას. 9 აპრილი არის დღე ტრაგედიისა და დღე ზეიმისა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ეს იყო ხელოვნების დაუვიწყარი კადრების, ფაქტების ნაზავი საქართველოს  ისტორიიდან, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ ერს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

სკოლის საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. 

წუთიერი დუმილის შემდგომ მეცხრე კლასის მოსწავლემ წაიკითხა ლექსი 9 აპრილზე: 

„კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად

შემოვა ასობით ფერით

ეს დიდი ტკივილი არასდროს ჩაქრება

სანამ იარსებებს ერი“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203