საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის N17 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში უმასპინძლა.
პატრიარქმა რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები დალოცა და ჩოხოსნებად აკურთხა.
„ჩვენ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები ჩვენს ცხოვრებაში“ -აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები