წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თემაზე „ენა, როგორც კულტურული უნივერსალია“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
17-04-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასში მსოფლიო კულტურის პედაგოგმა, თამარ ზურაბიანმა, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი „ენა, როგორც კულტურული უნივერსალია“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიო ენების წარმოშობა-განვითარებაზე. მთავარი ყურადღება დაეთმო ქართული ენის ფენომენს.

თამარ ზურაბიანმა ისაუბრა იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ მნიშვნელობაზე, თუ რას ნიშნავს სიტყვები: „სახარებასა შინა ამას ენასა „ლაზარე“ ჰქვია“ და ზოგადად, ქართული ენის მარადიულობაზე.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ სკოლას ჰყავს ისეთი ერუდირებული პედაგოგი, როგორიც გახლავთ თამარ ზურაბიანი“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203