8 აპრილს წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლაში ქეთო ღვინჯილიას ხელმძღვანელობით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური საღამო გაიმართა გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია: ,,ვინც მოიხადა მსოფლიოს ვალი, ის მკვდარიც ცოცხლობს, არ არის მკვდარი!“
ღონისძიებაზე განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ 9 აპრილი არა მარტო გლოვისა და ტკივილის დღეა, არამედ გამარჯვების - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.
გამოსცეს ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური კედლის გაზეთი.
მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა ყვავილებით მორთეს 9 აპრილის მემორიალი.