გუდაურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღის აღსანიშნავად მოსწავლეებმა სპექტაკლი წარმოადგინეს
17-04-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გუდაურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი სპექტაკლი წარმოადგინეს.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203