რუბრიკის „მკითხველთა კლუბი“ ფარგლებში დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ კითხვა და განუწყვეტლივ ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას.
მარიამ გაგუა დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის წარმატებული მოსწავლეა. ის აქტიური მკითხველია. ბოლო დროს მარიამი გაეცნო ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის საყოველთაოდ აღიარებულ „მარტოობის ას წელიწადს“ და შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარს“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური მხატვრული ნაწარმოებია.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მარიამის მშობლებსა და მასწავლებლებს მისი კარგ მოსწავლედ ჩამოყალიბებისათვის.
იხილეთ ფოტო