თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს
17-04-2019

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა. I, II, III, IV და V კლასის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203