ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა თავიანთი მცირე წვლილი შეიტანეს ამ დღის აღნიშვნაში - წაიკითხეს ლექსები, გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე, უმღერეს ქართულ ანბანს, გამოუშვეს კედლის გაზეთი „დედა ენა ჩვენი საუნჯეა“.
მოსწავლეებმა მოუწოდეს ერთმანეთს, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყველა ჩვენგანის პირდაპირი მოვალეობაა. ღონისძიება მხიარულად და სასიამოვნო გარემოში წარიმართა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები