ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლემ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა.
„დავით ტვილდიანი რცხმელურის საჯარო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა.
მან ორ საგანში ისტორიასა და გეოგრაფიაში წარმატებით იასპარეზა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე. მეორე ტურში დავითი საქართველოს მასშტაბით 50 საუკეთესო მოსწავლეს შორის მე-6 ადგილზე გავიდა და მისი ცოდნა უფრო გაამყარა ოლიმპიადის მესამე ტურში, სადაც ორივე საგანი მაღალი ქულებით გადალახა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დავითი 3 დღიანი ტურით ბაზალეთზე გაუშვა,სადაც უამრავ საინტერესო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლა ვამაყობთ მისით და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.