ნაგების საჯარო სკოლაში თემაზე - „ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა“ ღია გაკვეთილი ჩატარდა
17-04-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ნაგების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების (II კლასი ) მასწავლებელმა მზევინარ გიგანმა თემაზე - „ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა“ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. 

„პედაგოგმა დედა ენისადმი სიყვარული თავისი კრეატიულობით და მრავალი აქტივობით წარმოადგინა. ერთ-ერთი აქტივობით პედაგოგმა მასწავლებლები ბავშვობაში დააბრუნა. მოსწავლეებმა მასწავლებლებს წინასწარ მომზადებული ლექსები დაურიგეს, პედაგოგებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მოსწავლეებმა კი შეაფასეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203