ფერეიდნელი ქართველებისთვის ლაფანყურის სკოლაში სტუმრობა შთამბეჭდავი აღმოჩნდა
22-03-2017
ლაფანყურის სკოლამ ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა.

ისინი ამავე სკოლის მასწავლებელ მალხაზ მელქუაშვილის ინიციატივით ესტუმრნენ სკოლას. 
 
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, ყველაზე მეტად მათი ყურადღება მიიპყრო სკოლაში არსებულმა ''ფშაურმა ოთახმა''. დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ თითოეულ ნივთს.

მათ პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება, სადაც იმღერეს და ლექსები თქვეს როგორც მასპინძლებმა, ასევე სტუმრებმა.

ფერეიდნელი ქართველები ძალიან კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით აღსავსენი წავიდნენ ლაფანყურის სკოლიდან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203