წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: 1. კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე - ანი კვარაცხელია. 2. მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ლაზარე“ - საქართველოს ხერხემალი ჩვენება. 3. გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, „უნატიფესი ქართული ენა“. მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების გამონათქვამები და ლექსები. შექმნეს პოსტი სკოლის გვერდზე.
კვირეულის ფარგლებში, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ია შანავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2019 წლის 29 იანვრიდან გამოცხადებულ კალიგრაფიის კონკურსში. გაიმარჯვა და აჯილდოვდა მესამე ხარისხის სიგელით.
იხილეთ ფოტოები