თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც გამართა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ.
ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს მოვლენებზე, რომელიც 14 აპრილს წინ უძღოდა. ყურადღება გამახვილდა სტუდენტი-ახალგაზრდობის როლზე, თუ როგორ აღუდგნენ წინ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას კონსტიტუციიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ამოღებას.
მოსწავლეებმა მოაწყვეს სხვადასხვა წლებში გამოცემული „დედა ენის“ წიგნებისა და კალიგრაფიულად გაფორმებული ცნობილი გამონათქვამების გამოფენა. იაკობ გოგებაშვილის დედა ენა ასფალტზე დახატეს.
წაიკითხეს დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები. ღონისძიებას ფონად მიჰყვებოდა დედა ენაზე შექმნილი სიმღერები, რომელსაც მოსწავლეები ასრულებდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მშობლები, პედაგოგები.
იხილეთ ფოტოები