გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. კვირეული III(ბ) კლასში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დასრულდა. დამრიგებელი ნანა ნიკოლაშვილი გახლავთ.
„სიტყვებს
წინაპართ მიერ გახედნილთ,
დიდი რუსთველის უღელში ნაბამთ,
შობილთ
კლარჯეთით
ქართლით,
კახეთით,
ერთად შეკრიბა რომელნიც საბამ,
ვეალერსები ვითარცა ყვავილთ,
სიცოცხლეც მარტო იმიტომ მინდა,
რომ ჩემს საფლავზე ყაყაჩოსავით
ჰყვაოდეს სიტყვა, ქართული სიტყვა.
უდიდესი სიმდიდრეა ჩვენი ქართული ენა, რომლის დღესასწაულიც დღეს არის და, ასევე, ჩვენი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა. უდიდესი ჯილდოა ღვთისა ბუნება და ჰაერიც კი. წმინდა ილია მართალი ამბობს: „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაგვაჯილდოვა ქართულითა ენითა. ქართული ენა უდიდესი საიდუმლოებით მოცული ენაა. იოანე ზოსიმე, რომელმაც დაწერა „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, როგორ გაბედავდა ეთქვა, რომ „ქართული ენით განიკითხების მსოფლიო“, ამის საფუძველი რომ არ ჰქონოდა“,-ნათქვამია ნორიოს საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები