დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203