ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ხიდისყურის საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგების ხელმძღვენელობით სკოლის ეზოში ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს.
2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები