ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლემ ცხოველების დასაცავად პეტიცია - არა ცირკს! თავისუფლება ცხოველებს“ შექმნა
17-04-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის ხევაშენის საჯარო სკოლის მე-11 კლასელმა თენგიზ ენდელაძემ გამოაქვეყნა პეტიცია „არა ცირკს! თავისუფლება ცხოველებს“.

პეტიცია ცხოველთა დაცვას ეხებოდა და მიმართული იყო საქართველოს მთავრობისადმი.  ამ საკითხთან დაკავშირებით თენგიზი ენდელაძე მიწვეული იყო ტელევიზიაში, სადაც მან მოკლე განცხადება გააკეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„ საჭიროა 10 ათასი ხმა იმისთვის, რომ საკითხი განსახილველად წარედგინოს პარლამენტს. ამჟამად თენგომ 6661 ხელმოწერა მოაგროვა. იმედია საზოგადოება მეტ ყურადღებას გამოიჩენს აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებით და თენგო მიაღწევს მიზანს - იხსნას ცხოველები არასასურველი მოპყრობისგან, ცირკი საინტერესო იქნება ცხოველების გარეშეც“, - აღნიშნულის სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203