ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა.
ამჯერად, გვსურს N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის გამოცდილება სიამაყით გაგიზიაროთ და „სუპერ კლასის“ სუპერ მზრუნველობაზე მოგიყვეთ.
N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის დამრიგებელი ხათუნა გასიტაშვილი:
„ვფიქრობ, izrune.ge-ს მსგავსი პროექტები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მაღლდება როგორც მოსწავლეთა, ასევე მშობელთა მოტივაცია. izrune.ge ოჯახს, ბავშვსა და სკოლას აერთიანებს. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, რათა ტესტირების საშუალებით შეაჯამონ საკუთარი ცოდნა და მოიპოვონ შესაბამისი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები. ამ მხრივ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა ძალზე მაღალია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით სკოლის დირექტორს ბატონ თენგიზ გულორდავას და პედაგოგებს.
ჩემი კლასი უკვე მეორედ გახდა „სუპერ კლასი“. ამ ტიტულს ბავშვები დიდი სიხარულითა და ყიჟინით შეხვდნენ. ჩვენი სლოგანია: „ჩვენზე მზრუნველი izrune.ge.” დიახ, ეს პროექტი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად!
ჩვენ გვიყვარს 106 სკოლა! ჩვენ გვიყვარს izrune.ge!“
N106 სკოლის მე-3(ბ) კლასის მზრუნველი მშობლები:
„მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელი ლევან კურტანიძე:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტს izrune.ge, რომელმაც საშუალება მოგვცა მთელი ოჯახი ჩავრთულიყავით ბავშვის აღზრდა-განათლების საქმეში. ის მართლაც რომ ერთადერთი პროექტია, სადაც მშობლის ჩართულობა მაღალია. დიდი მადლობა N106 სკოლის დირექტორს, რომელმაც იზრუნა თავისი სკოლის აღსაზრდელებზე და საშუალება მისცა ყველას, სიმბოლურ ფასად ეზრუნათ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე.
მთელი ოჯახი მოუთმენლად ველით izrune. ge-ს ტესტებს. ოჯახურ რიტუალად გვექცა. ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მეტი იკითხონ, მოიძიონ ინფორმაცია, რათა თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ.“
„მზრუნველი მამის“ ტიტულის მფლობელი კონსტანტინე სალაძე:
„დიდ მადლობას ვუხდი izrune.ge-ს, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. ვხედავ ჩემი შვილების მონდომებასა და მოტივირებას სწავლის მიმართ. ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს რუდუნებით ელოდებიან. მიღებული შედეგებით გახარებულ მშობლებს გვჯერა, რომ ჩვენი შვილები საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებენ ამ პროექტის მეშვეობით.
უღრმეს მადლობას ვუხდი N106 სკოლის დირექციას თანადგომისათვის. მადლობა შეუდარებელ პედაგოგს ქ-ნ ხათუნა გასიტაშვილს გაწეული შრომისა და თავდადებისათვის.“
ქეთევან თამარაშვილი:
ჩემი შვილი, ნიკოლოზ გოდინაშვილი, პორტალ izrune,ge-ს აქტიური მომხმარებელია. მისი ინდივიდუალური ტესტები ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლის ასაკზე მორგებულია. ბავშვი იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მას შემდგომ ცხოვრებაში და პრაქტიკაში გამოადგება. ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს, ჩემი შვილი სიამოვნებით მიუჯდება კომპიუტერს და ავსებს ტესტებს. მისასალმებელია დიპლომებით მოსწავლეების წახალისებაც.
დიდი მადლობა სკოლას და ამ პროექტის შემქმნელებს ჩვენი შვილების აღზრდა-განვითარებაზე ზრუნვისთვის.“
სოფო ზერაგია:
„ჩვენი ოჯახი მოუთმენლად ელის ხუთშაბათისა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ მოსვლას. აქტიურად ვართ ტესტირებაში ჩართულნი. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი კითხვებით შვილებთან ერთად მშობლებიც ბევრს ვსწავლობთ.
წარმატება მინდა ვუსურვო ყველა ბავშვს, თითოეულ „იზრუნელს“. მადლობა izrune.ge -ს , რომ ზრუნავს ჩვენი შვილების მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებაზე.“
ლელა ხმელიძე:
„ izrune.ge -ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფი მოქმედებისა და აზროვნების უნარების გამომუშავებას. იგი ხელს უწყობს ბავშვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მოახდინოს კონცენტრირება.
Izrune.ge -ეს არის თანატოლებში თვითდამკვიდრებისა და ცოდნის გამოვლენის საუკეთესო გზა, არის მოტივაციის ამაღლება და სტიმული საკუთარი ინტელექტის ასამაღლებლად.“