ჩხუტელის საჯარო სკოლაში 14 აპრილი - ქართული ენის დღე აღნიშნეს
17-04-2019

ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის საჯარო სკოლაში 14 აპრილიქართული ენის დღე აღნიშნეს.

სკოლის ინფორმაციით,  ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: ივეტა რეხვიაშვილი, ლალი კოპალიანი,მზევინარ მეშველიანი.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203