ხანდოს საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა - ,,ვიცი, მინდა ვიცოდე“ გაიმართა
17-04-2019

ახალქლაქის მუნიციპალიტეტის, ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კალიგრაფიის კონკურსი და ვიქტორინა -  ,,ვიცი, მინდა ვიცოდე“ გაიმართა. 

ვიქტორინაში  X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის სახეების  შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.

„ვიქტორინის პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული ენის ცოდნის დონე და სოციალური უნარები. ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი - ,,თაიგული“ გამოავლინა.

ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა, გამარჯვებული გუნდის წევრებს კი სამახსოვრო საჩუქრები.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203