თბილისის N108 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა
17-04-2019

თბილისის N108 საჯარო სკოლაში 14 აპრილთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში IIIვ და IVდ კლასების მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა: ეკა კენჭაძემ და სოფიკო ბაქუზანაშვილმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. 

კვირეულის I დღე: ინფორმაციის გაცნობა; მოსწავლეების მიერ ხელნაკეთი ანბანის ასოებით დერეფნის გაფორმება; კალიგრაფიის კონკურსი „ჩვენ ლამაზად ვწერთ“; დილის პროვოცირება - მასწავლებლების მიერ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გახსენება. 

კვირეულის II დღე: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ერთობლივად კითხვა;  მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა (კედლის გაზეთი/ნახატები); კითხვის კონკურსი, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის „ფუტკარი“; ორივე კლასიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. 

კვირეულის დღე III: სიმღერა „ო, ენავ ჩემო“; დოკუმენტური ფილმების ჩვენება,  ვიქტორინა; ასო-ბგერების მოხატვა; ანდაზების გახსენება. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203