მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნავაზის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები მასში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს „ტვინების ბრძოლის“ ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიენიჭებათ, რომელიც რეგიონალური მაშტაბით ტარდება.
იხილეთ ფოტოები