დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება „დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება“ ჩატარადა
17-04-2019

წალკის მუნიციპალიტეტის დაბა თრიალეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების სახელწოდება იყო დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. წაიკითხეს მათი საყვარელი პოეტების მუზად ქცეული ლექსები. მერვე კლასმა ამ სათაურით გააკეთა  კედლის გაზეთი. 

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203