მიმდინარე წლის 15 აპრილს გურჯაანის რაიონ ჭანდარის საჯარო სკოლაში სასკოლო ღონისძიებები „ჩვენი ენა ქართული“ და „ასე უყვარდათ საქრთველოში“ ჩატარდა.
ორგანიზატორები სკოლის ბიბლიოთეკარი მარეხი ბადრიაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანული ქადაგიშვილი გახლდნენ.
XI კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი სიმა სონღულაშვილი) წარმოადგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია „ასე უყვარდათ საქრთველოში“, სადაც გააცოცხლეს დიდ ქართველ მწერალთა სასიყვარულო ისტორიები და საინტერესო ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან.
მხატვრულად წაიკითხეს ქართული პოეზიის შედევრები. ღონისძიება დასრულდა თეიმურაზ ცაგურიას სიმღერით „მოეფერეთ ერთმანეთს“ რის შემდეგაც მონაწილეები და მაყურებლები ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ღონისძიებას ახლდა მქუხარე ემოციები.
იხილეთ ფოტოები: