ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფანაგის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, გამოფინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები და შეასრულეს სიმღერები სამშობლოზე.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ისტორიის პედაგოგმა, ანჟელა მარგველიანმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას და ღონისძიებების მონაწილეებს გააცნო ის ისტორიული ვითარება,რომელიც დაედო საფუძველად 14 აპრილის დედაენის დღედ გამოცხადებას.
ღონისძიებით კმაყოფილნი და ნასიამოვნები დარჩნენ ფანაგის საჯარო სკოლის აღსაზრდელთა მშობლები.
იხილეთ ფოტოები: