ქობულეთის მუნიციპალიტეტის ომარ ასლანიძის სახელობის ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ჩატარდა, 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება - „კიდევ ერთი 9 აპრილი“.
სკოლის ინფორმაციით, ბავშვებმა გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.
ღონისძიების ხელმძღვანელი მანანა მუშამბაძე იყო.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელიშესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილიმშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა დამოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივიდამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: