კერძო სკოლაში „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ ქართული ენის კვირეული მიმდინარეობს
17-04-2019

ბოლნისის კერძო სკოლაში „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ დედა ენის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ქართული ენის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში სასწავლო კვირა დატვირთულია სხვადახვა შემეცნებითი აქტივობებით.

მოსწავლეებმა მოსახლეობაში დაარიგეს საინფორმაციო ბუკლეტები - „დამარხულ არს ენაი ქართული“.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203