სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ბაშის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის კატუშა გურგენიძის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. მოსწავლეებმა ასევე 1978 წლის 14 აპრილს მოვლენებზე ისაუბრეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები