კერძო სკოლა ''მზექას'' მიერ მოწყობილი ექსკურსია მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა
23-03-2017
კერძო სკოლა ''მზექა''-ს გასვლითი ექსკურსია გაკვეთილი ახალციხის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში მოეწყო.

გაკვეთილის თემა იყო - “საქართველოს ისტორია და მესხეთ ჯავახეთი“, რომელიც განხორციელდა ქ. ახალციხის რესურსცენტრის ინიციატივით. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს და განიმტკიცეს საგაკვეთილო პროცესეში შეძენილი ცოდანა და დიდი ინტერესით დაათვალიერეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონატები და ისტორიული ციხის ტერიტორია. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეთათვის დაუვიწყარი იყო ეს დღე, რადგან მათთან ერთად აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, რომელმაც მოიწონა ღონისძიება და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203