ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო.
კვირეულში ჩართულია I, II, III, IV, V და VI კლასელები. ღონისძიება პირველკლასელებმა გახსნეს. პატარებმა დიდი მონდომებითა და ხალისით წარმოადგინეს სიმღერები და ლექსები. მათ მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად საზეიმოდ მორთეს ოთახი, რომელშიც დიდი ხალისით იყვნენ ჩართულნი. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები