16 აპრილს ონის კულტურის სახლში გაიმართა XX საუკუნის გენიოსის, ჩარლი ჩაპლინის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაში შეუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები. ღონისძიების სტუმრებს ჩარლი ჩაპლინის ფორმაში გამოწყობილი მარიამ გობეჯიშვილი მასპინძლობდა.
სკოლა ღონისძიების ორგანიზატორს სოფო გუგეშაშვილს და ონის კულტურის ცენტრს მასპინძლობისათვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები