ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილი „რადიო პირველმა“ დაიწყო. გადაცემაში ,,9 აპრილი ჩვენი ტკივილია" მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პუბლიკაციები და ლექსები. ფოიეში მოეწყო ამავე თემაზე შექმნილი მოსწავლეთა ნახატების და ჩანახატების გამოფენა.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის სკვერში აღმართული მემორიალი, იქვე V(1) და VII(2) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები".
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები