შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა
17-04-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია თემაზე „ო, ენავ ჩემო“. 

ღონისძიებაში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მისი ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანული ნოზაძე. 

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ჭიათურის და საჩხერის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დოდო აბაშიძე, პოეტი ზურაბ ჭიოკაძე და ჭიათურის პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დალი სამხარაძე.

გარდა ამისა, ამავე ღონისძიების ფარგლებში წიგნის „ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“  პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული წიგნი ეძღვნება შუქრუთის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ნანული ნოზაძის 70 წლის იუბილეს.

ღონისძიების ბოლოს წიგნები დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად დაურიგდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203