საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წრამომადგენლის ინფორმაციით ჩატარდა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
„მოსწავლეები თბილი სიტყვებითა და სიმღერებით მოეფერნენ მშობლიურ ენას და ქართულ ანბანს“, - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები: