ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით არაერთი მხატვრული ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის, ლიტერატურული კომპოზიცია და სასწავლო კონფერენცია, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 9 აპრილის გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები