„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აქტივობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები მონაწილეობდნენ.
ნიჭიერმა ბავშვებმა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნეს.
14 აპრილს, საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა. ეს დღე განსაკუთრებულია ქართველი ერისათვის; 14 აპრილს დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები